ინგლისურის კურსი, რომელსაც შენი თანამშრომლები ბოლომდე გაივლიან.
Tutoro თითოეულ თანამშრომელს ინგლისურის პირად AI-მასწავლებელს სთავაზობს. გაკვეთილები კერძო მასწავლებელთან მეცადინეობას არ ჩამოუვარდება და თანამშრომლებს ყოველდღე სწავლის სურვილს უჩენს.
დაიწყე
დაჯავშნე დემო
$9-დან თვეში თითო თანამშრომელზე. გააუქმე გამოწერა ნებისმიერ დროს.
როგორ მუშაობს Tutoro · 2 წთ
ნახე, როგორ მუშაობს
დახურე ვიდეო
ახალი დონე
A1 → A2
+ 138 XP
რეკორდული დღე
დუელი მოიგე
რაუნდების ანგარიში: 3:1
დღის ყველა დავალება შეასრულე
3 / 3
30-დღიანი Streak
არც ერთი გამოტოვებული დღე
+ 250 მონეტა
კვირის ბონუსი
ახალი დონე
A2 → B1
ლიგაში პირველ ადგილზე
1-ლი ადგილი 30 მონაწილეს შორის
ახალი მასწავლებელი გახსენი
Katie
უშეცდომოდ
12 სწორი პასუხი 12-დან
მოდული დასრულდა
მოგზაურობა
პირველი სრული წინადადება
ხმამაღლა თქვი
ზედიზედ ხუთი გაკვეთილი
ერთ ჯერზე
ახალი სამოსი გახსენი
დახარჯე 5 000
ახალი დონე
B1 → B2
საუბრის ტესტი ჩააბარე
მეორე ცდაზე
კომპანიები გვენდობიან
500
+
კომპანია
თანამშრომლებს ინგლისურს Tutoro-ს დახმარებით ასწავლის
1M
+
თანამშრომელი
ყოველდღე სწავლობს
87
%
აქტიური მომხმარებლები
90 დღის შემდეგაც აგრძელებს სწავლას
Northbeam
ALTAVIA
Quadra
helioworks
Verado
რას მიიღებს შენი კომპანია Tutoro-სთან ერთად
დღეში მხოლოდ 15 წუთი ტელეფონით, ფიქსირებული განრიგის გარეშე. ნახე, რას აძლევს ეს შენს კომპანიას.
ინგლისური წარმატებული გარიგებებისთვის
ხელმძღვანელების 49% ამბობს, რომ კომუნიკაციისას გაუგებრობამ საერთაშორისო გარიგება ჩაშალა. Tutoro შენს თანამშრომლებს ინგლისურის გაუმჯობესებაში ეხმარება და რეპეტიტორთან სწავლაზე 50-ჯერ იაფიც კი შეიძლება დაგიჯდეს.
გაკვეთილები, რომლებსაც შენი თანამშრომლები არ გამოტოვებენ
AI-სთან თანამშრომლებმა ინგლისურად საუბარში უკეთესი შედეგი მიიღეს, ვიდრე მასწავლებელთან. Tutoro მეცადინეობას ყოველდღიურ ჩვევად აქცევს, თამაშის ელემენტებით კი თანამშრომლების 88% უფრო ხალისით სწავლობს.
განავითარე შენი თანამშრომლები და დაზოგე ახალი კადრების აყვანაზე
კომპანიები, სადაც სწავლა ყოველდღიურობის ნაწილია, თანამშრომლებს 57%-ით უკეთ ინარჩუნებენ. თანამშრომლები კომპანიის შიგნით ახალ პოზიციებზეც 23%-ით უფრო ხშირად გადადიან. ასე გარედან ახალი კადრების მოძებნა ნაკლებად გიწევს.
შეადარე სხვა ვარიანტებს
რით სჯობს Tutoro?
სწავლა მარტივად ერგება თანამშრომლების გრაფიკს. შენ კი ნაკლები საორგანიზაციო საქმე გაქვს და წინასწარ იცი, რამდენს გადაიხდი.
ფასი დამოკიდებულია პაკეტსა და თანამშრომლების რაოდენობაზე
ჯგუფური გაკვეთილები
კერძო მასწავლებელი
Tutoro
ფასი თითო თანამშრომელზე
$180 - $320 თვეში
$40 - $120 საათში
თვეში $9-დან
გაკვეთილების განრიგი
გაკვეთილები ფიქსირებული გრაფიკით
გაკვეთილები წინასწარ უნდა დაჯავშნო
ისწავლე, როცა გინდა, თუნდაც მხოლოდ 15 წუთი გქონდეს
ინდივიდუალური მიდგომა და მოტივაცია
ყველა ერთ ტემპში სწავლობს, თამაშის ელემენტები ცოტაა
ინდივიდუალური მიდგომა მასწავლებელზეა დამოკიდებული
ერგება თითოეული თანამშრომლის დონესა და მიზნებს, თამაშის ელემენტები კი სწავლის ხალისს უნარჩუნებს
პროგრესის ნახვა HR-ისთვის
დასწრების ანგარიშები
HR-ს პროგრესზე ცოტა ინფორმაცია აქვს
დეშბორდი რეალურ დროში განახლებადი მონაცემებით და პროგრესის ანგარიშები
სწავლება მთელი კომპანიისთვის
მეტი ჯგუფი, მეტი საორგანიზაციო საქმე
ყოველი ახალი თანამშრომელი მეტ ხარჯსა და საორგანიზაციო საქმეს ნიშნავს
სწავლაში მთელ გუნდს მარტივად ჩართავ
პირველი ნაბიჯები
როგორ მუშაობს
შეიძინე ადგილები, მოიწვიე თანამშრომლები და დღესვე დაიწყებენ მეცადინეობას.
აირჩიე მონაწილეთა რაოდენობა
აირჩიე თანამშრომლების რაოდენობა და გამოწერის ხანგრძლივობა.
მოიწვიე თანამშრომლები
ჩასვი ელფოსტის მისამართების სია ან ყველას ერთი მოსაწვევი ბმული გაუზიარე.
იწყებენ ინგლისურად საუბარს
ბმულზე ერთი დაჭერა და თანამშრომლები უკვე პირველ გაკვეთილზე არიან.
თვალი ადევნე პროგრესს
ერთ ეკრანზე ნახავ Streak-ს, კვირის აქტივობას და იმას, როგორ უმჯობესდება ინგლისურის დონე.
სწავლის გაგრძელება
რატომ არ წყვეტენ სწავლას
ისაუბრე, როგორც ნამდვილ გაკვეთილზე
შენ საუბრობ, მასწავლებელი კი გპასუხობს, გიხსნის და საუბრისას სავარჯიშოებს გაძლევს.
ივარჯიშე ნებისმიერ სიტუაციაში
ივარჯიშე გასაუბრებისთვის, გაესაუბრე ექიმს, ჩაერთე თავგადასავალში ან მოიფიქრე საკუთარი სცენარი.
აირჩიე, ვის ესაუბრები
ყველა მასწავლებელს თავისი აქცენტი და ხასიათი აქვს. აირჩიე, ვისთან საუბარიც გესიამოვნება.
ზუსტად იცი, რაზე იმუშაო
ყოველი გაკვეთილის შემდეგ ნახე შენი ქულები და გაიგე, რომელ შეცდომებს იმეორებ.
სიტყვები, რომლებიც აღარ დაგავიწყდება
სიტყვებს, რომლებიც მალე დაგავიწყდებოდა, პატარა თამაშებში გაიმეორებ, სანამ კარგად არ დაიმახსოვრებ.
სწავლის გზა უსასრულო სქროლვის ნაცვლად
ყოველი გაკვეთილით რუკაზე წინ მიიწევ, ერთი სამყაროს დასრულების შემდეგ კი მომდევნო გეხსნება.
ადი ახალ დონეზე. პირდაპირი მნიშვნელობით
შექმენი შენი პერსონაჟი და ყოველი გაკვეთილით აუმაღლე დონე, რომ სულ უფრო მაღალ ლიგებში გადახვიდე.
HR-ისთვის
ყოველთვის გეცოდინება, ვინ მეცადინეობს
ერთ პანელში ნახავ, ვინ მეცადინეობს, როგორ მიიწევს წინ და რა დონეზე იცის ინგლისური. აღარ მოგიწევს სათითაოდ გამოკითხვა, როგორ მიდის სწავლა.
თანამშრომლების აქტივობა
ბოლო 30 დღე · საილუსტრაციო მონაცემები
აქტიური ლიცენზიები
ნახე, შეძენილი ადგილებიდან რამდენს იყენებენ თანამშრომლები ყოველ კვირას
თითოეული თანამშრომლის ინგლისურის დონე
დონე CEFR-ის სკალით (A1-C1) სწავლის პარალელურად ახლდება.
თითოეული თანამშრომლის აქტივობა
კვირაში სწავლისთვის დათმობილი წუთები, გავლილი გაკვეთილები და Streak
ანგარიშები ფინანსური განყოფილებისთვის ნებისმიერ დროს
ეკრანზე ნაჩვენები მონაცემები CSV ფაილად ჩამოტვირთე.
ვის გამოადგება Tutoro
მათთვის, ვისაც ინგლისურის უკეთ ცოდნა ყოველდღიურ საქმეს უმარტივებს.
დაიწყე
მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდები
გაყიდვები
ინჟინერია
სასტუმროები და რესტორნები
საცალო ვაჭრობა
ჯანდაცვა
მარკეტინგი
წარმატების ისტორიები
რა შეიცვალა სამ კომპანიაში
ადრე თანამშრომლები ინგლისურის სწავლის ინტერესს მალე კარგავდნენ. Tutoro-სთან ერთად სიამოვნებით სწავლობენ და აღარ ანებებენ თავს. მას კომპანიისგან მიღებულ სასარგებლო ბენეფიტად მიიჩნევენ და სამსახურითაც უფრო კმაყოფილები არიან.
HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Northbeam
ჩვენი თანამშრომლები ახლა უცხოელ მომხმარებლებს უფრო თავდაჯერებულად ესაუბრებიან და საკითხის სხვასთან გადამისამართება ნაკლებად სჭირდებათ. უკეთ აგებინებენ სათქმელს, მეტ პრობლემას დამოუკიდებლად აგვარებენ და მომხმარებლებსაც უკეთ ემსახურებიან.
მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი
Altavia
ბოლოს და ბოლოს, ზუსტად ვხედავთ, რა შედეგს გვაძლევს სწავლაში დახარჯული თანხა. Tutoro-ს ანალიტიკა გვაჩვენებს, ვინ რამდენად აქტიურად სწავლობს, როგორ მიდის წინ და რაში სჭირდება დახმარება. ახლა გადაწყვეტილებებს რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ვიღებთ.
ოპერაციული დირექტორი
Helioworks
ფასები
თვეში $9-დან თითო თანამშრომელზე
რამდენი თანამშრომელი ისწავლის?
ასწავლე ინგლისური მთელ გუნდს შეღავათიან ფასად.
თვეში, თითო თანამშრომელზე
ჯგუფური გაკვეთილები დაგიჯდებოდა
რეპეტიტორთან გაკვეთილები დაგიჯდებოდა
მოდი, ერთად დავითვალოთ
თუ 1,000-ზე მეტი თანამშრომლის ჩართვა გინდა, შენი კომპანიისთვის ინდივიდუალურ ფასს შევადგენთ, რაოდენობაზე მორგებული ფასდაკლებითა და ინვოისით გადახდით. ჩვენი გაყიდვების გუნდი ხარჯს შენთან ერთად დათვლის.
დაჯავშნე დემო
გამოწერის ვადა
მონაწილე
Tutoro, შენი ტარიფი
გააუქმე ნებისმიერ დროს
რამდენი თანამშრომელი ისწავლის?
მთელი გუნდი ხალისით სწავლობს, შენ კი ერთიან ფასს იხდი, თანაც ფასდაკლებით.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავიწყოთ Tutoro-ს გამოყენება კომპანიაში?
შექმენი კომპანიის ანგარიში, მიუთითე თანამშრომლების რაოდენობა და გაუგზავნე მოწვევები. თითოეული თავისი დონისა და მიზნების შესაბამისი გაკვეთილებით ისწავლის. ჯერ გინდა ნახო, როგორ მუშაობს Tutoro? ჩაეწერე დემოზე.
რა ღირს Tutoro და როგორ გადავიხადო?
Tutoro-ს ფასი თითო თანამშრომელზე თვეში $9-დან იწყება. დასაწყებად მინიმუმ 5 თანამშრომელია საჭირო. გადაიხადე ბარათით ან პირდაპირ კომპანიის ანგარიშიდან შექმენი ინვოისი.
შემიძლია შეძენილი ადგილი სხვა თანამშრომელს გადავცე?
კი. თუ თანამშრომელი კომპანიიდან წავიდა ან წვდომა აღარ სჭირდება, მისი ადგილი სხვას გადაეცი. ასე ყოველი ახალი თანამშრომლისთვის ცალკე ადგილის ყიდვა აღარ მოგიწევს.
შემიძლია ნებისმიერ დროს გავზარდო ან შევამცირო ადგილების რაოდენობა?
დაამატე ან შეამცირე ადგილები საჭიროების მიხედვით. მთავარია, მინიმუმ 5 ადგილი შეინარჩუნო. გადასახადის ცვლილება შენი გამოწერის პირობებზეა დამოკიდებული.
რას ისწავლიან თანამშრომლები Tutoro-ში?
Tutoro-ში ინგლისურის სასწავლად ყველაფერი დაგხვდება: გაკვეთილები AI მასწავლებელთან, საუბრის, მოსმენისა და კითხვის პრაქტიკა, ინტერაქტიული სავარჯიშოები და გამოთქმის შემოწმება. პასუხებზე უკუკავშირს მაშინვე იღებ. ყველაფერი ერთ აპშია.
მოერგება Tutoro თანამშრომლებს, რომლებმაც ინგლისური სხვადასხვა დონეზე იციან?
კი. თითოეული თანამშრომელი თავისი დონისა და მიზნების შესაბამისი პროგრამით სწავლობს. თამაშის ფორმით აწყობილი დავალებები კი სწავლის ხალისს უნარჩუნებს.
დღეში რამდენი დრო უნდა დაუთმონ თანამშრომლებმა სწავლას?
ერთი გაკვეთილისთვის 15 წუთიც საკმარისია. თანამშრომლები მაშინ სწავლობენ, როცა სცალიათ. არც ფიქსირებულ განრიგს უნდა მოერგონ და არც გაკვეთილი დაჯავშნონ წინასწარ.
როგორ უნარჩუნებს Tutoro თანამშრომლებს სწავლის მოტივაციას?
Tutoro-ში თანამშრომლებს მათზე მორგებული გაკვეთილები, თამაშები, ჯილდოები და ინტერაქტიული სავარჯიშოები ხვდებათ. ასე ყოველდღე ხალისით მეცადინეობენ და სწავლა ჩვევად ექცევათ.
შეუძლია HR-ს თითოეული თანამშრომლის პროგრესს თვალი ადევნოს?
კი. კომპანიის მართვის პანელში ნახავ, ვინ რამდენად ხშირად მეცადინეობს და როგორ უმჯობესდება თითოეული თანამშრომლის ინგლისური. ასე HR-ს შეუძლია თვალყური ადევნოს როგორც ჩართულობას, ისე მთელი გუნდის პროგრესს.
თანამშრომლებს კორპორაციული ელფოსტა სჭირდებათ?
არა. მოწვევის კოდი კონკრეტულ ელფოსტაზე მიბმული არ არის. ადგილს ის მიიღებს, ვინც კოდს გაააქტიურებს. თუ თანამშრომელი უკვე იყენებს Tutoro-ს პირადი ანგარიშით, მისი Streak, ლიგა და ლექსიკონი შენარჩუნდება. ადგილი უბრალოდ იმავე ანგარიშს დაემატება.
მინიმუმ რამდენი თანამშრომლის ჩართვაა საჭირო?
დასაწყებად სულ 5 თანამშრომელიც საკმარისია. Tutoro პატარა გუნდებსაც ერგება და მზარდ კომპანიებსაც.
ჩვევა, რომელსაც შედეგი მოაქვს
შეურჩი თანამშრომლებს ინგლისურის სწავლის უკეთესი გზა: საინტერესო, მათზე მორგებული გაკვეთილები, რომლებისთვისაც ყოველ სამუშაო დღეს მარტივად გამონახავენ დროს.
დაიწყე
დაჯავშნე დემო